არხილოსკალოში მიწის სისტემური რეგისტრაციის საველე სამუშაოები დასრულდა

2018-06-25

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში საველე სამუშაოები უკვე დასრულდა. ამ ეტაპზე სააგენტო მიწის ნაკვეთების უფლების დამდგენ დოკუმენტებს ამუშავებს, რის შემდეგადაც მომზადდება აგეგმვითი/აზომვითი ნახაზები.

არხილოსკალოში საამზომველო სამუშაოები 2017 წლის დეკემბერში დაიწყო და ის მესამე სოფელია, სადაც საპილოტო პროექტი ხორციელდება.

პროექტი მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში სრულად დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა და გასწორდება საკადასტრო მონაცემებში არსებული უზუსტობები. რეგისტრაციასთან დაკავშირებულ მომსახურებებს კი მოქალაქეები უფასოდ მიიღებენ.