ევროკავშირის შეფასების მისიის ექსპერტი პიტერ ტასკერი სისტემური რეგისტრაციის პროცესს ადგილზე გაეცნო

2018-09-21

18.10.2017  ევროკავშირის შეფასების მისიის ექსპერტი პიტერ ტასკერი სისტემური რეგისტრაციის პროცესს ადგილზე გაეცნო. ექპერტი სისტემური რეგისტრაციის პროექტის ერთ-ერთ საპილოტე არეალში - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში იმყოფებოდა.

პიტერ ტასკერი საველე სამუშაოების მიმდინარეობას დაესწრო. ევროკავშირის შეფასების მისიის ექსპერტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ და სააგენტოს თანამშრომლებმა  სოფელ ჯიმითის საველე ოფისში მონაცემების დამუშავების პროცესიც გააცნეს.

პაპუნა უგრეხელიძემ სააგენტოს თანაშრომლებთან ერთად სოფელ ჯიმითში მცხოვრებ ჯიმშერ ბერიაშვილს მისი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი წარუდგინა და რეგისტრაციის პროცესი დეტალურად განუმარტა. 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სახელმწიფომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები მოქალაქეებზე განაკერძოა, ასევე ჩატარდა რეფორმა 1992-1999 წლებში, თუმცა, მიწის რეგისტრაციის პროცესი განხორციელდა ხარვეზებით და პროცესი სრულყოფილად ვერ იქნა ბოლომდე მიყვანილი.

„ეხლა უკვე ჩვენ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დავიწყეთ სისტემური რეგისტრაციის ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ პროაქტიულად, ჩვენივე ძალებით მივაკითხავთ ჩვენს მოქალაქეებს, დავადგენთ მათი საკუთრების უფლებას, ავზომავთ მიწის ნაკვეთებს, მოვიყვანთ შესაბამისობაში მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან და სხვა მიმდებარე გეორგაფიულ ობიექტებთან. ჩვენი მიზანია, არ დავტოვოთ აღურიცხავი მიწის ნაკვეთი და დაურეგისტრირებელი საკუთრების უფლება. ამჯერად მივყოფებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში, პარალელურად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულში დაიწყება აზომვითი სამუშაოები, საკუთრების უფლების დადგენის პროცესი და საბოლოო შედეგი იქნება რეგისტრირებული საკუთრების უფლება. ეს ჩვენს მოქალაქეებს გაუადვილებს მათი საკუთრების სამოქალაქო ბრუნვაში მოქცევას.  ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია და არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს პროცესი სწორად და კარგად წარიმართოს“, - განაცხადა პაპუნა უფრეხელიძემ.

ჯიმითის მკვიდრმა ჯიმშერ ბერიაშვილმა მიმდინარე სამუშაოებისა და პროექტის გამო კმაყოფილება გამოთქვა.

პიტერ ტასკერი სოფელ ჯიმითში საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის 2015-2018 წლების მართლმსაჯულების სექტორის რეფორმის საბიუჯეტო დახმარების პროგრამის ფინანსური შეთანხმების შესრულების შეფასების მისიის  ფარგლებში იმყოფებოდა.