მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის თემაზე მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

2018-09-21

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის  შესახებ მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ ჟურნალისტებს მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო  რეფორმის მიმდინარეობა, არსებული სტატისტიკური მონაცემები და სამომავლო პერსპექტივები გააცნო. მან მედიის წარმომადგენლების კითხვებსაც უპასუხა. 

გასვლით შეხვედრაზე  ჟურნალისტებმა  საჯარო რეესტრის სხვა პროექტების შესახებაც მიიღეს ინფორმაცია.  განხილულ საკითხებს შორის განსაკუთრებული ყურადღება ამონაწერების შესახებ ინფორმაციის ბლოკჩეინში ინტეგრირების და ეროვნული ნავიგაციის სისტემის შექმნის პროექტებს დაეთმო.