მსოფლიო ბანკის მისიის ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

2018-12-12

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის მისიის ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ივანე ცარციძე და მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის მენეჯერი ელენე გრიგოლია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, პროექტში ჩართული მუნიციპალიტეტებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე ელენე გრიგოლიამ   საპილოტო არეალებზე დასრულებულ და მიმდინარე საველე სამუშაოებზე,   სარეგისტრაციო დოკუმენტების მოძიება-სისტემატიზაციაზე,   ხარისხის კონტროლის პროცედურებზე,  დაინტერესებული მხარეების ინფორმირებაზე და საპილოტო პროექტთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე ისაუბრა.   

"დღეს პროექტში  ჩართულ მხარეებს  პროექტის შუალედური შედეგები გავაცანით და  მიწების სისტემური რეგისტრაციის მთელი ქვეყნის მასშტაბით განზოგადების ხედვა განვიხილეთ. ასევე, მოვისმინეთ ის რეკომენდაციები, რაც რეგისტრაციის სტრატეგიისა და საკანონმდებლო აქტების შემუშავების პროცესში მნიშვნელოვანია," –აღნიშნა ელენე გრიგოლიამ. 

სამუშაო შეხვედრაზე პროექტის შუალედურ ანგარიშთან ერთად,  პროექტის მონიტორინგისა და შეფასების გეგმა და პროექტის საბაზისო კვლევის შედეგებიც იქნა წარმოდგენილი. შეხვედრის დასასრულს,  მხარეებმა პროექტის პრიორიტეტებზე, სამომავლო გეგმებზე და საჭირო რესურსებზე იმსჯელეს.