საკუთრების აღიარების კომისიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

2018-12-31

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში,  საპილოტო არეალების საკუთრების აღიარების კომისიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა საკუთრების რეგისტრაციის კუთხით საპილოტო არეალებზე არსებული მდგომარეობა განიხილეს და მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცესში აღიარების კომისიის ჩართულობის ხელშემწყობ ღონისძიებებზე იმსჯელეს. 

როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა დავით დევიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე  კონკრეტული დასახლების მაგალითებზე დაყრდნობით, ის აქტუალური საკითხები  განიხილეს, რომლებიც  საპილოტო პროექტის წინაშე დგას. 

„ასევე,  ვიმსჯელეთ ამ საკითხების გადაწყვეტის გზებზე,  რაც შესაძლებელს გახდის  პირველადი რეგისტრაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმატებით დასრულდეს.  იმისთვის, რომ უფრო დაჩქარდეს და ხელშესახები გახდეს ის წარმატებული შედეგები, რაც პროექტს აქვს, მუნიციპალიტეტების წარმომადგნელების აქტიური ჩართულობა და თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია" -განაცხადა დავით დევიძემ.

საპილოტო არეალების თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრაში   საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ივანე ცარციძე, მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის მენეჯერი ელენე გრიგოლია, პროექტის სამუშაო ჯგუფი და  საჯარო რეესტრის თანამშრომლები მონაწილეობდნენ