მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებზე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

2019-09-18

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ივანე ცარციძე და მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის მენეჯერი ელენე გრიგოლია, მსოფლიო ბანკიდან კი მიწის მართვის, ირიგაციისა და დრენაჟის, ასევე აგრობიზნესის დარგების ექსპერტები მონაწილეობდნენ.

ელენე გრიგოლიამ პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები შეაჯამა და საპილოტო არეალებზე დასრულებულ საველე სამუშაობზე დეტალურად ისაუბრა. სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ძირითადი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტიც განიხილეს.

მხარებმა სამომავლო გეგმებსა და პროექტის გაგრძელებისთვის საჭირო რესურსებზეც იმსჯელეს.