ინფორმაცია აზომილი მიწის ნაკვეთების შესახებ

საპილოტო პროექტის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგები თვეში ერთხელ  ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.napr.gov.ge), ასევე, შესაბამისი მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში, ყველასათვის ხელმისაწვდომ, თვალსაჩინო ადგილზე. საკადასტრო აღწერის შედეგებთან ერთად უნდა გამოქვეყნდეს ინფორმაცია დაინტერესებული პირების მიერ 10 კალენდარული დღის ვადაში საკადასტრო აღწერის კონკრეტული შედეგების გადამოწმების მოთხოვნით სააგენტოსთვის მიმართვის უფლების თაობაზე.

კარალეთის საპილოტო არეალის სარეგისტრაციო ბლოკების საკადასტრო აღწერის შედეგები

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გიწვევთ კარალეთის საპილოტო არეალის  N001-დან N999-ის ჩათვლით სარეგისტრაციო ბლოკების საკადასტრო აღწერის შედეგების გასაცნობად.

იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 2018 წლის 1 მაისიდან 2019 წლის 10 მაისის 18:00 საათის ჩათვლით მოგვმართოთ შემდეგ მისამართებზე:

  • გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა
  • დიდი გარეჯვარის სარიტუალო დარბაზი
  • პატარა გარეჯვარის სკოლის შენობა

აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ აღწერის შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ პროექტის რეგიონულ ფასილიტატორს ან დარეკეთ ცხელ 

ხაზზე: +(995 32) 2 405 405

 

განცხადება საკადასტრო აღწერის შედეგების გადამოწმების შესახებ

გადაწყვეტილება N148946

სარეგისტრაციო ბლოკის სქემა

სარეგისტრაციო ბლოკის სქემა (ორთოფოტო)