ვიზიტი ბრიუსელში

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ბრიუსელში, რეგიონულ სემინარზე ციფრული რუკების დანერგვის საკითხებზე იმსჯელეს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო რეგიონულ სამუშაო შეხვედრაში, თემაზე „ფართოზოლოვანი კარტოგრაფირების თანამედროვე ინსტრუმენტები და აპლიკაციები″. შეხვედრა გაიმართა ქალაქ ბრიუსელში.

3 დღიანი სემინარის განმავლობაში ექსპერტებმა კონსულტაცია გაუწიეს მონაწილეებს ბენეფიციარი ქვეყნებიდან, როგორ განავითარონ სერვისები თანამედროვე ტექნოლოგიებისა აპლიკაციების გამოყენებით.

სამუშაო შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ციფრული რუკის დანერგვის საკითხებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება.

სემინარის მონაწილეებმა საქართველოს გეოგრაფიული მონაცემების მაგალითზე ″QGIS″ პროგრამით ციფრულ რუკაზე იმუშავეს.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას მარეგულირებელი ორგანოებისა და ასევე, ამ ქვეყნების სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ინფრასტრუქტურის ციფრული რუკის დანერგვის საკითხებზე მონაწილე სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ევროკომისიასთან ერთად, შეხვედრის თანაორგანიზატორი იყო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

შეხვედრაში მონაწილეობა სრულად დაფინანსდა ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG Near) მიერ, ″TAIEX″-ის ფარგლებში.