ლექსიკონის პრეზენტაცია

გეოდეზიური და კარტოგრაფიული ტექნიკურ-ტერმინოლოგიური ლექსიკონის პრეზენტაცია

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის თანამშრომლის - გიორგი მძელურის წიგნის (ტექნიკურ-ტერმინოლოგიური ლექსიკონი) პრეზენტაცია.

გეოდეზიური და კარტოგრაფიული ტექნიკურ-ტერმინოლოგიური ლექსიკონი საქართველოში დღემდე არ არსებობდა. დარგობრივი ლექსიკონის ქართულ ენაზე შედგენა ემსახურება ეროვნული სამეცნიერო პოტენციალის ამაღლებას, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს მის ინტეგრაციას მსოფლიო მეცნიერებასთან.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები.

გეოდეზიური და კარტოგრაფიული ტექნიკურ-ტერმინოლოგიური (რუსულ-ქართული) ლექსიკონი როგორც გეოდეზიის სფეროში მომუშავე პირებს, ასევე გეოდეზიის ფაკულტეტის სტუდენტებს დაეხმარება სფეროს სიღრმისეულ შესწავლაში.