საჯარო გამოქვეყნება

მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამთაწყაროსა და ფიროსმანის ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა.

16 აგვისტოდან 16 სექტემბრამდე სამთაწყაროსა და ფიროსმანის ადმინისტრაციული ერთეულის ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ აგეგმვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, გადაწყვეტილებებს აზომილ ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ.

მონაცემების გაცნობა შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.napr.gov.ge), slr.napr.gov.ge - ვებგვერდზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.dedoplistskaro.gov.ge), დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამთაწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში (ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში).

იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 16 აგვისტოდან 16 სექტემბრამდე 16:00 საათის ჩათვლით, მოგვმართოთ განცხადებით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №798 ბრძანებით განსაზღვრულ 59 მუნიციპალიტეტში სისტემური რეგისტრაციის პროექტს ახორციელებს.