კონსულტაციის დღე

კონსულტაციის დღე შენს მუნიციპალიტეტში

„კონსულტაციის დღე შენს მუნიციპალიტეტში“ – მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 59 მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებზე მოქალაქეთათვის საკონსულტაციო დღეები მიმდინარეობს.

შეხვედრების მიზანია მოქალაქეებისთვის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მხრიდან, რეფორმით გათვალისწინებული და განხორციელებული აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება, მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ ადგილზე მიიღონ სამართლებრივი კონსულტაცია, დარეგისტრირდნენ ვებპორტალზე: SLR.napr.gov.ge და მიიღონ სასურველ კითხვებზე ამომწურავი ინფორმაცია.

პროექტის „კონსულტაციის დღე შენს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, საკონსულტაციო შეხვედრები, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართა სამეგრელოსა და გურიის მხარეში, კერძოდ: ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ოზურგეთის, ზუგდიდის, ხობის, სენაკის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის, მესტიის, აბაშის, ხონისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში.

მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი და ოკუპირებული ტერიტორიებისა).

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით აზომავს და დაარეგისტრირებს კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს და შექმნის მონაცემთა ერთიან ბაზას.

მიწის სისტემური რეგისტრაცია სრულიად უფასოა.

მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024

კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: slr.napr.gov.ge/schedule