საჯარო გამოქვეყნება


მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კართუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში, თელავის მუნიციპალიტეტის აკურასა და ვანთას ადმინისტრაციულ ერთეულებში, კასპის მუნიციპალიტეტის ქვემო გომისა და მეტეხის ადმინისტრაციულ ერთეულებში, გორის მუნიციპალიტეტის ძევერას ადმინისტრაციულ ერთეულში და ხაშურის მუნიციპალიტეტის გომის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა.

29 სექტემბრიდან 29 ოქტომბრამდე კართუბნის, აკურასა და ვანთის, ქვემო გომის, მეტეხის, ძევერასა და გომის ადმინისტრაციული ერთეულების ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ აგეგმვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, გადაწყვეტილებებს აზომილ ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ.

🖥 მონაცემების გაცნობა შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.napr.gov.ge), slr.napr.gov.ge - ვებგვერდზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.lagodekhi.gov.ge), ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.lagodekhi.gov.ge), თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.telavi.gov.ge), კასპის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.kaspi.gov.ge), გორის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gori.gov.ge), ხაშურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.khashuri.gov.ge), ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, კართუბნის ადმინისტრაციულ შენობაში, გორის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ძევერას ადმინისტრაციულ შენობაში, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, აკურას ადმინისტრაციულ შენობაში, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, მეტეხის ადმინისტრაციულ შენობაში, ქვემო გომის ადმინისტრაციულ შენობაში, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, გომის იუსტიციის სახლში, ლაგოდეხის იუსტიციის სახლში, გორის იუსტიციის სახლში, ტყვიავის იუსტიციის სახლში, თელავის იუსტიციის სახლში და კასპის იუსტიციის სახლში.

იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 29 სექტემბრიდან 29 ოქტომბრამდე 16:00 საათის ჩათვლით, მოგვმართოთ განცხადებით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №798 ბრძანებით განსაზღვრულ 59 მუნიციპალიტეტში სისტემური რეგისტრაციის პროექტს ახორციელებს.