საინფორმაციო შეხვედრები

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები იმერეთის რეგიონში გაიმართა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ქუთაისში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წევრებს, მუნიციპელიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს რეფორმის მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. მხარეებმა ასევე განიხილეს სოფლებისა და დაბების დამისამართების საკითხი. სამუშაო შეხვედრას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ოლეგ (ბაჩო) თორთლაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე ესწრებოდნენ. მიწის სისტემური რეგისტრაცია განხორციელდება 2022-2024 წლებში მთელი საქართველოს მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი). საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქართველოს 59 მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად გეგმა-გრაფიკის მიხედვით აზომავს და დაარეგისტრირებს სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს . მიწის სისტემური რეგისტრაცია სრულიად უფასოა. მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024. კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://slr.napr.gov.ge/schedule...