სამუშაო შეხვედრა

ბიზნეს ასოციაციაში „მეწარმეთა შესახებ“ ახალ კანონთან დაკავშირებულ საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში „მეწარმეთა შესახებ“ ახალ კანონთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალი კანონის აღსრულებასთან და ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ყველა მონაწილე უწყების მოსაზრებებისა და შეხედულებების გაზიარებას.

მხარეებმა განიხილეს კაპიტალის ნომინალური ღირებულების მქონე და არმქონე წილების, წილობრივი, ნებადართული კაპიტალის, მათ რეგისტრაციასთან და გაზრდა-შემცირებასთან დაკავშირებული საგადასახადო დაბეგვრის საკითხები.

შეხვედრას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე - ვახტანგ ბოხაშვილი და მეწარმეთა და ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურის უფროსი - ნინო მესხი ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა „მეწარმეთა შესახებ“ ახალ კანონთან დაკავშირებული ხედვები და პოზიციები შეაჯერეს. ასევე, საბოლოოდ შეთანხმდნენ ახალ კანონმდებლობაში არსებულ საკითხებზე.