ინდივიდუალური კონსულტანტი

ინტერესის გამოხატვის მოთხოვნა
ინდივიდუალური კონსულტანტების შერჩევაზე

საერთაშორისო კონსულტანტი (ინდივიდუალური) საქართველოს


დამატებითი დაფინანსება - P171796

დოკუმენტის No. LMDC/CS/IC/016-1

პროექტის No: P171796
სესხის No: 9043-GE
დოკუმენტის No. LMDC/CS/IC/016-1

საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება საქართველოს ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის (ILMDP) დამატებითი დაფინანსების ხარჯებისთვის და მისი მიზანია შემოსავლების ნაწილი გამოიყენოს საქართველოს ეროვნული სამისამართო სისტემის ანალიზისთვის ინდივიდუალური საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისთვის.


სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (NAPR) პასუხისმგებელია ეროვნული მისამართების მონაცემთა ბაზა (სამისამართო რეესტრი) აწარმოოს 2012 წლიდან. ამ თარიღიდან, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით არსებული სამისამართო მონაცემები, რომლებსაც მანამდე მართავდა რამდენიმე დაინტერესებული პირი (როგორიცაა მერია, საკრებულო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და სხვა) შეაგროვა და გააერთიანა ერთ მონაცემთა ბაზაში და დაიწყო მუშაობა მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესებაზე, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაზე და უძრავი ქონებისთვის ნომრების (მისამართების) მინიჭების ძირითადი პრინციპების შემუშავებზე. საქართველოში მოქმედ სამისამართო სისტემაში გამოვლინდა არსებითი ხარვეზები, კერძოდ სოფლების 70%-ს ჯერ კიდევ არ აქვს ოფიციალური მისამართი, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის მიღწევის, ასევე სხვა ტექნიკური მონაცემების ჰარმონიზაციის გამოწვევები მოითხოვს მისამართების შექმნის და მართვის მთლიანი სისტემის გადახედვას / ანალიზს იურიდიული, ინსტიტუციური და ოპერატიული თვალსაზრისით.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აღიარებს, რომ სრული და შეთანხმებული სამისამართო მონაცემები წარმოადგენს ქვეყნის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან ნაწილს. სახელმწიფო ორგანოებს, იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს სხვადასხვა მოთხოვნები და თხოვნები აქვთ სამისამართო სისტემასთან დაკავშირებით, შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შეიმუშავებს მოქნილ სამისამართო სისტემას, რომელიც დააკმაყოფილებს სხვადასხვა დაინტერესებულ პირთა მოთხოვნებსა და საჭიროებებს.

შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ინტერესის გამოხატვისთვის შესაფერის ინდივიდუალ კონსულტანტებს ("კონსულტანტები") იწვევს.

სამუშაოს სავარაუდო ვადა შეადგენს 45 სამუშაო დღეს, 4 კალენდარული თვის განმავლობაში კონტრაქტის ხელმოწერიდან.

შერჩევის კრიტერიუმები:

მაგისტრის ან უფრო მაღალი ხარისხი სივრცული, ურბანული დაგეგმარების, საკადასტრო ან დაკავშირებულ დისციპილინებში;
მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება გეოსივრცით სფეროში;
მსგავს პროექტებზე მუშაობის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება;
საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკისა და INSPIRE დირექტივის სათანადო ცოდნა;
გამოცდილება ევროკავშირში არსებული ეროვნული სამისამართო სისტემების შეფასებაში;
ინგლისური ენის წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის მაღალი დონე.


შენიშვნა: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ინარჩუნებს უფლებას შეამოწმოს წარდგენილი რეკომენდაცია / ინფორმაცია და გამოიყენოს მიღებული ინფორმაცია შეფასების მიზნებისთვის.

შერჩევა განხორციელდება „ინდივიდუალური კონსულტანტების შერჩევის“ მეთოდის გამოყენებით და ღია იქნება ყველა შესაფერისი კონსულტანტისთვის, როგორც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის „შესყიდვის რეგულაციებში IPF მსესხებლებისთვის,2016 წლის ივლისი, რედაქტირებული 2017 წლის ნოემბერში, რედაქტირებული 2018 წლის აგვისტოში და 2020 წლის ნოემბერში („შესყიდვის რეგულაციები“). გარდა ამისა, იხილეთ შესყიდვის რეგულაციების 3.14. და 3.15. მუხლები, რომელშიც მითითებულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ.


დავალების პირობები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:


https://www.dropbox.com/s/m7p4prifamzip3v/TOR_Review_of_the_National_Addressing_System_of_Georgia.docx?dl=0

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიპოვოთ ქვემოთ მითითებულ მისამართზე, სამუშაო საათებში - 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე - ადგილობრივი დროით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესყიდვების განყოფილებაში, ტელეფონის ნომერი: +995 599 229906 ან ელ-ფოსტა: gmachaidze@gmail.com

ინტერესის გამოხატვა რეზიუმესთან ერთად უნდა წარედგინოს მხოლოდ ელექტრონულად ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე, არაუგვიანეს 2023 წლის 10 თებერვლისა.

სსიპ საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (NAPR)
ვის: ქ- ელენე გრიგოლიას, პროექტის მენეჯერი; საქართველო, თბილისი 0105, გორგასალის ქუჩა 22, მე-7 სართული, ოთახი 701.

ელ-ფოსტა: egrigolia@napr.gov.ge ; gmachaidze@gmail.com